სპეციალურად SPORTALL.GE-სთვის. ექსკლუზიური ინტერვიუ საბერძნეთის ნაკრების ფორვარდ თეოფანის გეკასთან: მოგიგებთ! დარწმუნებულები ვართ, რომ მოგიგებთ!

AutoSharing Option
საბერძნეთის ნაკრების თავდამსხმელ თეოფანის გეკასს, რომელიც გერმანულ "აინტრახტში" თამაშობს, ფრანკფურტული კლუბის პრესსამსახურის უფროსის, კარსტენ კნოპის დახმარებით დავუკავშირდით... ბერძენი თავდამსხმელი, რომელიც დღეს ჩვენი ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, საქართველოსთან მატჩის შესახებ ამომწურავად გვესაუბრა. გეკასი დარწმუნებულია, რომ საბერძნეთი შესარჩევ ციკლს გამარჯვებით დაიწყებს.

საქართველოს ნაკრები სუსტი არ არის, მაგრამ ჩვენ თქვენი გუნდი ძალიან კარგად შევისწავლეთ!

- თეოფანის გეკას, ევრო 2012-ის საკვალიფიკაციო ეტაპი საბერძნეთისთვის საქართველოსთან მატჩით იწყება. პირველი მატჩში, თანაც, საკუთარ მოედანზე, ვალდებულები ხართ, სამი ქულა მოიპოვოთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული ან რამდენად იოლი იქნება საქართველოს
ნაკრების დამარცხება?
- ორი აზრი არ არსებობს, მოგება იოლი არ იქნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ საიმისოდ, რომ საქართველოს ნაკრებს ერთი ქულაც კი არ გავატანოთ. საბერძნეთს საქართველოსთან დადებითი ბალანსი აქვს და გვჯერა, რომ ამ მატჩსაც მოვიგებთ.

- თქვენი აზრით, რამდენად ძლიერი ან რამდენად სუსტია საქართველოს ნაკრები?
- დღეს სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, ყველა გუნდი საკმაოდ ძლიერია და ყველას შეუძლია ნებისმიერი თამაშის მოგება. არსებობენ მხოლოდ ძალიან სუსტები, მაგალითად სან მარინო, ლიხტენშტაინი, ფარერები, მაგრამ თამაში ამ გუნდებმაც ისწავლეს და მე ისიც ვიცი, რომ საქართველო ასეთ გუნდებზე ძლიერია. ჩვენს ჯგუფში სუსტი გუნდი მართლა არ არსებობს, მალტაც საკმაოდ კარგი გუნდია. ფაქტია, რომ ჩვენ, ბერძნები, ზერელედ არცერთ მეტოქეს არ ვუყურებთ და ყველას პატივს ვცემთ.

- ბერლინის "ჰერტაში" ლევან კობიაშვილთან ერთად თამაშობდით. რას იტყოდით მის შესახებ? ბოლო დღეებში ლევანთან მოახლოვებული მატჩის თაობაზე ხომ არ გისაუბრიათ?
- ლევანი შესანიშნავი ფეხბურთელი, ნამდვილი პროფესიონალია - მე მასთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს. კობიაშვილი არა მარტო კარგი ფეხბურთელი, არამედ შესანიშნავი ადამიანიცაა. თანაც, მას უდიდესი გამოცდილება აქვს. ჩემს თანაგუნდელებს ვეუბნები, თამაშის დროს კობის განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ-მეთქი. ტელეფონით არ გვისაუბრია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ დღეს ისევ შევხვდები. ხაზს ვუსვამ: ლევან კობიაშვილი განსაკუთრებით დადებითი ადამიანია.

- საქართველოს ნაკრების სხვა რომელი ფეხბურთელები იცით?
- მატჩის წინა დღეებში ჩვენ მეტოქის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას ვაგროვებთ ხოლმე და ახლა უკვე ყველა ფეხბურთელის შესახებ თითქმის ყველაფერი ვიცი. სანამ მწვრთნელები ინფორმაციას მოგვაწვდიდნენ, ლევანის გარდა, რა თქმა უნდა, ვიცოდი კახა კალაძე - მისი გვარი ვინ არ იცის? ვიცი, რომ ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან გოგუა, იაშვილი და მჭედლიძე, რომელმაც შოტლანდიის ნაკრებს გამარჯვების გოლი გაუტანა. საქართველო-შოტლანდია ნანახი მაქვს. თუმცა დღეს მჭედლიძე არ თამაშობს. ახლა კი გავიგე, რომ საქართველოს ნაკრებს სხვა ბევრი კარგი ფეხბურთელიც ჰყოლია. ერთი სიტყვით, საქართველოს ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს და მეტოქეს არცერთი ჩვენგანი ზერელედ არ უყურებს. ჩვენმა მწვრთნელებმა ძალიან კარგად იმუშავეს და მეტოქის შესახებ ყველაფერი გავიგეთ. საქართველოს ნაკრებს პატივს ვცემთ!

- საბერძნეთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - რა შეცვალა ფერნანდო სანტუშმა?
- ცხადია, სანტუშს ოტო რეჰაგელისგან განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფია აქვს. ჩვენი მიზანია, მისი ფილოსოფია და ხედვები, რაც შეიძლება, სწრაფად გავითავისოთ.

- ანუ, ჯერ არ გაქვთ ბოლომდე გათავისებული?
- ბოლომდე არა. რა გასაკვირია, დიდი ხანი სულაც არ არის, რაც ეს სპეციალისტი საბერძნეთის ნაკრებს წვრთნის.
- სანტუშის ხელში საბერძნეთი შემტევ ფეხბურთს ითამაშებს, თუ რეჰაგელის ტაქტიკა შეუცვლელი დარჩება?
- ჩვენ რეჰაგელის ხელშიც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობდით - ეს იყო კონტროლირებადი შემტევი სტილი. გეტყვით, რომ ფერნანდო სანტუში კიდევ უფრო შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას. ჩვენ, ფეხბურთელებმა მისი ყველა დავალება უნდა შევასრულოთ და დარწმუნებული ვარ, წარმატებებს მივაღწევთ.

- საბერძნეთის ნაკრებს 4 დღეში ჯგუფის ტოპ-მატჩი ელის - ხორვატიასთან. იქნებ თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ხორვატიასთან შეხვედრაზე უფრო ფიქრობთ, ვიდრე საქართველოსთან მატჩზე?
- არავითარ შემთხვევაში! წეღანაც ვთქვი, რომ საქართველოს ნაკრებს ზერელედ არ ვუყურებთ. მთელი ჩვენი კონცენტრაცია და ყურადღება მხოლოდ საქართველოსთან მატჩისკენაა მიმართული. ასე რომ არ იყოს, ზუსტად ვიცი, საქართველოს ნაკრებთან აუცილებლად წავაგებდით, რადგან თქვენს გუნდს ნებისმიერი უყურადღებო ნაკრების დასჯა შეუძლია. მოკლედ: ჩვენ კარგად ვიცით, რომ მიუხედავად ამ გუნდის შედეგებისა, საქართველოს ნაკრების სუსტ გუნდად მიჩნევა არ შეიძლება.

- თქვენი პოროგნოზი?
- მოვიგებთ. დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ!
მკითხველის კომენტარები / 2 /
კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ...
shota
15:56 04-09-2010
0
ხორვატია დაახევს ტავსე ბურტს,მერე ისრაელიზ მოუგებს,მე 4 ადგილი აკვტ ჯგუფსი განაგდებული,და იტრაბახონ მერე ბევრი
reso
13:53 06-09-2010
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული