თემურ ქეცბაიამ ჯანო ანანიძეს ალბანეთთან მატჩისთვის უხმო

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

ერთერთმა პირველმა, ვინც ალბანეთთან მატჩისთვის თადარიგი უნდა დაიჭიროს, მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა. ამის შესახებ ცნობას მოსკოვური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველო-ალბანეთის მატჩი 29 თებერვალს, ვაკის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თემურ გამოსცადე ასათიანი , ნახე რა ფორმაშია.
ცქვიტო
21:22 15-02-2012
0
ძალიან კარგი,იქნებ ბატონო თემურ ასათიანი მიიწვიო ამხანაგური თამაშია და ნახე რა შეუძლია,მემგონი შენ ფეხბურთელებს აჯობებს ყველას ერთად
vasiko basiladze
16:17 15-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული