ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.
ერთერთმა პირველმა, ვინც ალბანეთთან მატჩისთვის თადარიგი უნდა დაიჭიროს, მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველი ჯანო ანანიძეა. ამის შესახებ ცნობას მოსკოვური კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
საქართველო-ალბანეთის მატჩი 29 თებერვალს, ვაკის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.