ფიფას რეიტინგი - ჯგუფში უკვე ბოლოები ვართ

AutoSharing Option
15 თებერვალს ფიფამ თებერვლის რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა პოზიციები ხუთი საფეხურით დათმო - თემურ ქეცბაიას გუნდმა უთამაშებლად დაიხია 76-ედან 81-ე ადგილამდე. ჩვენს ნაკრებს გადაუსწრეს ჰაიტიმ, ფინეთმა, გვინეამ, გაბონმა და ალბანეთმა.

ყველაზე დიდი, 46-ადგილიანი ნახტომი აფრიკის თასის მასპინძელმა და მეოთხედფინალისტმა გაბონის ნაკრებმა გააკეთა, რომელიც 45-ეა, შავი კონტინენტის ჩემპიონი ზამბია კი 28 ადგილით დაწინაურდა და 43-ე პოზიციაზეა.

რეიტინგში ყველაზე დიდი კორექტივები სწორედ აფრიკის თასმა შეიტანა, თუმცა სხვა საინტერესო ცვლილებებიცაა. უპირველესად, საქართველოს ნაკრების მომავალ მეტოქეებს შევეხოთ - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ესპანეთი
რეიტინგის ლიდერობას ინარჩუნებს, საფრანგეთმა მე-15-დან მე-17 ადგილამდე ჩამოინაცვლა, ბელარუსი 65-ედან 67-ეზე ჩამოქვეითდა, ფინეთი კი ცხრა საფეხურით აღზევდა და 79-ეა.

როგორც ხედავთ, ჩვენი ჯგუფის მომავალ მოწინააღმდეგეთაგან უკვე ყველამ გაგვისწრო.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მერვეები ვართ - გვისწრებენ რუსეთი, სომხეთი, ესტონეთი, უკრაინა, ბელარუსი, ლატვია და უზბეკეთი.

რაც შეეხება რეიტინგის სათავეს, საუკეთესო ათეულშიც რამდენიმე ცვლილებაა - გერმანიამ ჰოლანდიას მეორე ადგილი წაართვა, პორტუგალიამ ბრაზილია მე-6 პოზიციიდან ჩამოაგდო, ადგილები ერთმანეთს ასევე გაუცვალეს იტალიამ და ხორვატიამ, დანიამ და არგენტინამ.

ზეათეული ასე გამოიყურება:
1. ესპანეთი
2. გერმანია
3. ჰოლანდია
4. ურუგვაი
5. ინგლისი
6. პორტუგალია
7. ბრაზილია
8. იტალია
9. ხორვატია
10. დანია
...81. საქართველო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 4 /
შოთა, და ეგ დრო როდის მოვა, რო ავიწევთ?
ესე თუ გავაგრძელეთ ფეხბურთის "განვითარება", ავიწევთ, და მართლა თუ დავიწყეთ, მაინც ავიწევთ? მოკლედ, სულ ერთია რას ვიზამთ, მთავარია გვჯეროდეს, რო "ავიწევთ"?

არგენტინაზე ნუ იღელვებთ: არდეც იყო აეულში და კიდევაც იქნება:)
dudu
11:17 16-02-2012
0
საინტერესოა რატომ უკვირს ავტორს ეს რეიტინგი? მოვა დრო და ავიწევთ! ნუ გაახურეტ ამ რეიტინგით საქმე, არგენტინა საერთოდ არ არის ათეულში!
shota
10:57 16-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული