ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.
რუსულ კლუბ "კრასნოდარიდან", რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებას გადის, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში სამივე ქართველი: ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე და ნუკრი რევიშვილი იხმო.
შეგახსენებთ, რომ ნაკრებში მიწვევა "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემაც მიიღო. ამის შესახებ ცნობა მოსკოვური კლუბის პრესსამსახურმა 15 თებერვალს
საქართველო-ალბანეთის მატჩი 29 თებერვალს, ვაკის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.