ალეკო ამისულაშვილს, ოთარ მარცვალაძესა და ნუკრი რევიშვილს ნაკრებში უხმეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

რუსულ კლუბ "კრასნოდარიდან", რომელიც ამჟამად თურქეთში შეკრებას გადის, ქეცბაიამ ეროვნულ გუნდში სამივე ქართველი: ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე და ნუკრი რევიშვილი იხმო.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში მიწვევა "სპარტაკის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემაც მიიღო. ამის შესახებ ცნობა მოსკოვური კლუბის პრესსამსახურმა 15 თებერვალს
გაავრცელა.

საქართველო-ალბანეთის მატჩი 29 თებერვალს, ვაკის სტადიონზე 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 4 /
მე პირადად ძალიან მიკვარს ჩემი გუნდი,მაგრამ კარგად გამიგეთ ყველას ვთხოვ,ნაღდი ფეხბურთელი და ვისაც გული ტკივა ქართული ფეხბურთისთვის ის თუ არ იქნა ნაკრებში მაშინ სად მივიდე?მარტო ქეცბაიას და სიჭინავას ნაკრების თამაშზე უხწერხულია მისვლა
vasiko basiladze
15:30 16-02-2012
0
ჩემი კომენტარი ბოლომდე მიეცით გთხოვთ,ნარდი ქართველი ბიჩები ათამასეთ ნაკრებში და ყველა თამაშს მოიგებთ,ნუ ამოარცევიებთ ნაკრების წევრებს არველადზეებს და სიჭინავას,ასათიანი არ გინდათ?მალადეც თქვენ სხვა გყავს მაგრები,ბურთს ვერ აჩერებენ და იმათ ათამა შებთ ნაკრებსი და ასკას არა,მალადეც იცით ფეხბურთი,ქეცბაიასგან ამას არ ველოდი,სხვისგან კი,როგორც ჯანაშია ზაზა არ ათამაშეს ისე ექცევიან ასკას
vasiko basiladze
16:46 16-02-2012
0

სიახლეები პოპულარული