საქართველოში უხვად მოსულმა თოვლმა ქვეყნის ჩემპიონთა გეგმებში გარკვეული ცვლილებები შეიტანა. თავდაპირველად ზესტაფონში დაგეგმილი შეკრების ნაცვლად, 14 თებერვალს ზემოიმერლები თბილისში შეიკრიბნენ და სასტუმრო "ბატესტაში" დაბინავდნენ.
"მარგველები" ხელოვნურსაფარიან სტადიონ "ბენდელაზე" ვარჯიშობენ და სეზონის განახლებამდე სწორედ თბილისში მოემზადებიან. რაც შეეხება საგაზაფხულო ეტაპის სასტარტო შეხვედრას, მას გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი 19 თებერვალს "გაგრასთან" 14:00 საათზე გამართვას.
უნდა ითქვას, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული სხვადასხვა
გარდა ამისა, საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ზესტაფონელთა რიგებში თავდამსხმელ საბა ლომიას დაბრუნება და ის, რომ დღეიდან ფეროელთა 9-ნომრიან მაისურს ახალი მფლობელი ჰყავს - ნიკოლოზ გელაშვილის გერმანულ "ბოხუმში" გადასვლის შემდეგ გათავისუფლებულ "ცხრიანს" ამიერიდან თორნიკე გორგიაშვილი მოირგებს.
fczestafoni.ge