როდის გააცხადებს თემურ ქეცბაია ნაკრების შემადგენლობას

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები სეზონს 29 თებერვალს გახნის - თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით, "ჯვაროსნები" ალბანეთს "მიხეილ მესხის" სტადიონზე უმასპინძლებენ.

რუსეთის პრემიერლიგელ "კრასნოდარის" პრესსამსახურმა 16 თებერვალს გაავრცელა ცნობა, რომ კლუბის სამი ფეხბურთელი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს - ნუკრი რევიშვილი, ალეკო ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე.

მანამდე მსგავსი ინფორმაცია იყო მოსკოვის "სპარტაკის" ვებგვერდზე, რომ ქეცბაიამ ნაკრებში ჯანო ანანიძე მიიწვია.

მაგრამ ეს ფაქტი იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ეროვნული ნაკრების შემადგენლობა საბოლოოდ დადგენილია.

"უცხოეთში მოთამაშე ფეხბურთელების კლუბებში მიწვევები მართლა გაგზავნილია, მაგრამ სრული სია ჯერ არაა. თემურ ქეცბაია
ჩამოვა, საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს დაესწრება და შემადგენლობის საბოლოო ვარიანტსაც მხოლოდ ამის შემდეგ, მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს", - გვითხრა ნაკრების პრეს-სპიკერმა ოთარ გიორგაძემ.

შეგახსენებთ, რომ 29 თებერვალს საქართველო-ალბანეთის შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება, დასწრება კი უფასოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
აბა თემურ შენ იცი,რა იმედი მქონდა მეთქი ეშველა ჩვენ ნაკრებსთქო,მაგრამ უარეს ფეხბურთს თამაშობს,ეგრე გააგრძელეთ და ნახავთ რას მიიღებთ,ნაღდ ფეხბურთელებს არ იძახებენ ნაკრებში და როგორ მოიგებენ,ეს თამაშიც უნდა წააგონ და იქნება შემდგომ რამე მოიფიქრონ სასაკეთო
vasiko basiladze
11:38 17-02-2012
0
ტემურ ლენგი
TEMUR
14:48 17-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული