რუსეთში გაზრდილ იგორ ჩემინავას საქართველოს ნაკრებში თამაში სურს?

AutoSharing Option
იგორ რევდიკის ძე ჩემინავა 1991 წელს პეტერბურგში დაიბადა, "ზენიტის" საფეხბურთო სკოლის გაზრდილი და რუსეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელია.

ცხადია, აფხაზი ქართული ტომია და ჩემინავაც ქართული გვარია, მაგრამ რუსეთის იმპერიამ ჩვენს შორის წყალგამყოფი რომ გაავლო, მას შემდეგ მსოფლიოს მოევლინა ქართველი და აფხაზი ხოჯავები, გოგუები, წერეთლები (?!), სალუქვაძეები (?!), სხვადასხვა ეროვნების ძმებიც კი (?!). ცხადია, ჩემინავას აფხაზობა გასაკვირი არ იქნებოდა.

ასეც ვიცოდით, რომ ეს ტანმაღალი მცველი (186 სმ) აფხაზობდა და გამომდინარე აქედან, საქართველოს ნაკრებში მის მიწვევაზე ლაპარაკი არასოდეს ყოფილა - მიზეზებს ახსნა არ
სჭირდება, ძალიანაც რომ სურდეს, აფხაზი საქართველოს ნაკრებში თამაშს მოერიდება. მაგრამ...

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ფეხბურთელები პოპულარულ ჟურნალ "როლინგ სტოუნის" ფოტოსესიაში მონაწილეობდნენ, რამაც ქართველ გულშემატკივრებში დიდი რეზონანსი გამოიწვია.

რატომ? ამტკიცებენ, რომ ჩემინავას მაისურაზე საქართველოს გერბია გამოსახული და ვარაუდი გამოითქვა, რომ ფეხბურთელმა ამით ჩვენი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას გაუსვა ხაზი და იქნებ, ფეხბურთის ფედერაცია იგორის გადმობირებას შეეცადოსო.

დააფიქსირეს განსახვავებული აზრიც, ეს იყო არა ჩვენი, არამედ მოსკოვის გერბი. მაგრამ არ ჩანს რუსეთის დედაქალაქის გერბზე არსებული მწვანე ფერი. სურათი არ არის მკაფიო, ორიგინალსაც ვერ მივაკვლიეთ და ვერ ვამტკიცებთ "ზენიტის" მცველის მაისურაზე რა არის გამოსახული, მაგრამ საქართველოს გერბს მართლაც ჰგავს.

აღმოჩნდა, რომ ჩემინავათი ჯერ კიდევ შარშან დაინტერესდნენ საქართველოს ახალგარდული და ეროვნული ნაკრებების ხელმძღვანელები. ეს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა სოსო ჭედიამ დაგვიდასტურა.

უფრო მეტი გვითხრა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა გელა ინალიშვილმა:

"რატომ გიკვირთ, ჩემინავა საქართველოს გერბიანი მაისურით რომ გამოჩნდა? დიახ, იგორი პეტერბურგშია გაზრდილი, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ ქართველია. მამამისი გალში ცხოვრობდა, მაგრამ აფხაზეთის ომის დაწყებამდე წავიდა პეტერბურგში და რუსზე დაოჯახდა.

კარგად ვიცნობ იგორის ნათლიას და ისიც ვიცი, რომ თბილისში, დიდუბის ეკლესიაში მონათლა. მართალია, ქართული არ იცის, მაგრამ იგორი საქართველოში ყოველ ზაფხულს ჩამოდის და საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილიც აქვს.

ჩემინავას ჩამოყვანა წინა ციკლშიც გვსურდა, მაგრამ ვერ მოვასწარით - უკვე გამოძახებული იყო რუსეთის ახალგაზრდულ გუნდში და ითამაშა კიდეც. მაგრამ იმედი ჯერ არ გადაგვიწურავს და ამ საკითხზე მუშაობა მიდის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ცნობილი ფეხბურთელი გიორგი ანჩაბაძე არის წარმოშობით აფხაზეთიდან, აფხაზებში ერთ-ერთი წარჩინებული გვარის მქონე, ის თავს ქართველად თვლის და ასე იყო ისტორიულად.
იქნებ წერეთელია ფხაზი, სალუქვაძე, შერვაშიძე,ანჩაბაძე?
japaneze
00:44 19-02-2012
0
Afxazi qartveli, afxazic qartvelia da yvelac vinc saqartvelos gamoadgeba.. Danarchenze chichyini ar girs. .
Leo-dzia,
16:11 18-02-2012
0

სიახლეები პოპულარული