საქართველოს ნაკრებში სანდრო კობახიძეც გამოიძახეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

კიევის "არსენალის" ოფციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, გუნდის ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ნაკრებში მიწვევა მიიღო. შეგახსენებთ, რომ "ჯვაროსნების" ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მოლდოვას (2:0) წინააღმდეგ კობახიძე გატანილი გოლით გამოირჩა.

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში უვკე გამოძახებულები არიან "კრასნოდარის" ფეხბურთელები - ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და
ოთარ მარცვალაძე
და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე.

საქართველო-ალბანეთის მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული