ეს ამბავი ფეხბურთელმაც დაადასტურა და ფედერაციამაც. ცხადია, გვახარებს მოედანზე მისი დაბრუნების პერსპექტივა, რადგან ნაკრებს ძალიან დააკლდა ყენიას მოულოდნელი და არაორდინალური თამაში და აფეთქებები.
შეხსენებისთვის: ლევანს სამჯერ გაუკეთეს კოჭის ოპერაცია, იწყებდა, მაგრამ მორიგი ტრავმა აჩერებდა და გულს უკლავდა. გელზენკირხენის "შალკეში"
ეროვნული ნაკრები თბილისში შეკრებას 25 თებერვალს დაიწყებს. სავარაუდოდ, უწინ რუსეთსა და უკრაინაში მოთამაშე ჩვენებურები გამოცხადდებიან, რადგან ამ ქვეყნებში ჯერ ჩემპიონატი არ დაწყებულა.
გუნდი სრულად 27 თებერვალს შეივსება. იქნებ, უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ შეკრებაზე ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელები დაგვიანებით გამოცხადდებიან, რადგან 26 თებერვალს უმაღლესი ლიგაში ტურია დაგეგმილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"