უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდი 2012 წლის პირველ მატჩს 29 თებერვალს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.

ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს თემურ ქეცბაიას მომავალი ამხანაგური შეხვედრისთვის გამოძახებულთა სია ოფიციალურად ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ნაკრების მოთამაშეებისა და მათი კლუბების ინფორმირება უკვე დაწყებულია.

როგორც უკვე გაუწყვეთ, კიევის "არსენალის" ნახევარმცველმა სანდრო კობახიძემ ნაკრებში მიწვევა მიიღო. უკრაინული კლუბიდან ნაკრებში ქეცბაიამ კიდევ ორ ქართველ ფეხბურთელს უხმო. "კრივბასის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ნაკრებში გამოძახებულია უჩა ლობჟანიძე და ჯაბა კანკავა. 

შეგახსენებთ, რომ ნაკრებში უვკე გამოძახებულები არიან "კრასნოდარის" ფეხბურთელები
- ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი და ოთარ მარცვალაძე და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. დიდი პაუზის შემდეგ, რომელიც ტრავმებით იყო გამოწვეული, ეროვნულ გუნდს ლევან ყენია დაუბრუნა (იხილეთ სტატია).

საქართველო-ალბანეთის მატჩი 18:00 სთ-ზე დაიწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული