საქართველოს ნაკრების ახალი საგულშემატკივრო ატრიბუტიკა

AutoSharing Option
სულ რამდენიმე დღეში, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების ახალი საგულშემატკივრო ატრიბუტიკა გაიყიდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა გულშემატკივართა თხოვნა და ის დიდი მოთხოვნილება, რაც საგულშემატკივრო აქსესუარებსა და ატრიბუტიკაზე არსებობს და ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან ერთად, რამდენიმე სახეობის აქსესუარი გაიყიდება.

საწყის ეტაპზე, გაყიდვაში იქნება რამდენიმე სახეობის ქუდი და კაშნე. ზემოთჩამოთვლილი ატრიბუტები გაიყიდება "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 29 თებერვალს, საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩის დღეს.

უახლოეს მომავალში კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაიხსნება ონლაინ-მაღაზია, სადაც ასევე შეძლებთ თქვენთვის სასურველი საგულშემატკივრო ატრიბუტის შეძენას. ამასთან, სფფ-ის ფეისბუქის
გვერდზე შექმნილ ალბომშიც გექნებათ საშუალება დაათვალიეროთ და აარჩიოთ გაყიდვაში გამოტანილი ნებისმიერი ნივთი.

სამომავლოდ კი, ვეცდებით, უფრო დავხვეწოთ და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მივცეთ ქართველ გულშემატკივარს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ იყიდი ჩემი ძმა, რა პრობლემაა...უბრალოდ ატრიბუტიკების გაყიდვაში ცუდი ნაღადად არაფერია დ ეგ არა მგონია ნაკრების თამაშს რამეში ხელს ან უშლიდეს ან ეხმარებოდეს...:) უფრო მაინც პოზიტივი მგონია...
malkhazi
11:27 22-02-2012
0
მოკლედ აღარ იციან ფული როგორ ამოიღონ ხალხიდან,ქუდი თუ შევიძინე ნაკრები აუცილებლად მოიგებს ხომ?სანამ ფეხბურთელებს ნაკრებში არ გაოიძახებთ მანამდე ვერ მიგებს ჩვენი ნაკრები,ქეცბაია დაანებე ძმაკაცობას თავი და ნაკრებში მართლაც ღირსეულები მიიწვიე,უგუნდო ასათიანი შენ გუნდიან და სკამის ხეხვის მეტს რომ არაფერს აკეთებენ მაგათ ჯობს
vasiko basiladze
14:26 21-02-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული