საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გაითვალისწინა გულშემატკივართა თხოვნა და ის დიდი მოთხოვნილება, რაც საგულშემატკივრო აქსესუარებსა და ატრიბუტიკაზე არსებობს და ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებასთან ერთად, რამდენიმე სახეობის აქსესუარი გაიყიდება.
საწყის ეტაპზე, გაყიდვაში იქნება რამდენიმე სახეობის ქუდი და კაშნე. ზემოთჩამოთვლილი ატრიბუტები გაიყიდება "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, 29 თებერვალს, საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩის დღეს.
უახლოეს მომავალში კი, სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაიხსნება ონლაინ-მაღაზია, სადაც ასევე შეძლებთ თქვენთვის სასურველი საგულშემატკივრო ატრიბუტის შეძენას. ამასთან, სფფ-ის ფეისბუქის
სამომავლოდ კი, ვეცდებით, უფრო დავხვეწოთ და მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება მივცეთ ქართველ გულშემატკივარს.
gff.ge