ქეცბაიას სიურპრიზი

AutoSharing Option
საქართველოსა და ისრაელის ნაკრებები ერთმანეთს მეხუთედ დაუპირისპრდებიან, ოღონდ, წინა ოთხისგან განსხვავებით, დღევანდელი მატჩი ოფიციალურია. ამ პრინციპულ შეხვედრას მეტოქეები ამაღლებული განწყობით ხვდებიან: საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთიდან ქულა წამოიღო, ხოლო ისრაელმა "დაგეგმილი" სამი ქულა მალტასთან (3:1) მოიპოვა...

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიშმა ქართული მედიის დიდი ინტერესი გამოიწვია; თუმცა, ჟურნალისტების გარდა ტრიბუნებზე გულშემატკივართა გარკვეული ჯგუფიც იმყოფებოდა, რომელთა შორისაც საქართველოს ნაკრების ახლო წარსულის ფეხბურთელები სჭარბოდნენ.

ჩვენი ნაკრების ვარჯიში 18 საათსა და 15 წუთზე დაიწყო. ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია, მისი ასისტენტი სოსო ჭედია, მეკარეების მწვრთნელი მამუკა
აბუსერიძე და 21 ფეხბურთელი: მეკარეები - ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, გრიგოლ ბედიაშვილი; მცველები - კახა კალაძე, მალხაზ ასათიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე, ლაშა სალუქვაძე, მათე ღვინიანიძე; ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, გოგიტა გოგუა, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია, ჯანო ანანიძე, თორნიკე აფციაური, ალექსანდრე კოშკაძე; თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, გიორგი მერებაშვილი, დავით სირაძე, - ვარჯიშის მთავარი მოქმედი პირები სწორედ ესენი გახლდნენ.

მოედნის ცენტრში მცირე "თათბირი" და მერე ვარჯიშიც გახურდა: სამივე მეკარე მამუკა აბუსერიძის ხელმძღვანელობით "მთავარ ჯგუფს" გამოეყო და ცალკე ვარჯიშობდნენ; დანარჩენი 18 ფეხბურთელი კი სამ ექვსგუნდინ "ჯგუფებში" გადანაწილდა. ტრიბუნებზე მსხდომთათვის, ყველაზე დიდი ინტერესი, რაღა თქმა უნდა, "ორკარას" მოლოდინი იყო. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ასეთ შემთხვევებში ხომ მეტ-ნაკლებად მოსალოდნელია... ძირითადი შემადგენლობის გამოცნობა. თუმცა ქეცბაიამ ამ შემთხვევაში ყველას გარკვეული სიურპრიზი მოგვიმზადა: ერთ გუნდში თუ მეკარისა და დაცვის ხაზი სავარაუდო შემადგენლობისგან დააკომპლექტდა.

აი, ნახევარდაცვაში და თავდამსხმაში კი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სხვადასხვა ვარიანტები მოსინჯა ერთი მხრივ, ეს არც არის გასაკვირვი; ჯერ ერთი, თემურ ქეცბაიას უკვე მოფიქრებულიც ექნება, ძირითად შემადგენლობაში ვინ დააყენოს; ეგაც რომ არ იყოს, ჩვენი ვარჯიში გახურებული იყო, ეროვნულ სტადიონზე ისრაელის ნაკრების დელეგაციის წევრები (მწვრთნელები, ოფიციალური პირები, ჟურნალისტები) რომ გამოჩნდნენ.

...ახლა კი ათ-ათკაციანი გუნდების შემადგენლობასაც გავეცნოთ და დასკვნების გამოტანა თქვენთვის მოგვინდია. პირველი გუნდი: რევიშვილი - ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე - მერებაშვილი, კოშკაძე, ანანიძე - დვალიშვილი, გელაშვილი;
მეორე გუნდი: ლორია - სალუქვაძე, ღვინიანიძე, ხიზანიშვილი, კვირკველია - აფციაური, კობიაშვილი, გოგუა - სირაძე, იაშვილი.
...სახალისო ორკარა გაჩაღდა და გიორგი მერებაშვილმა ყოფილი თანაკლუბელის გიორგი ლორიას კარში შორეული დარტყმით ეფექტური გოლი რომ გაიტანა, სწორედ ამ დროს... საპრესკონფერენციო დარბაზისკენ გავეშურეთ, სადაც სტუმართა მთავარი მწვრთნელის ლუის ფერნანდესის პრესკონფერენცია გველოდა...
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარია
ანზორ
08:50 16-03-2019
0

სიახლეები პოპულარული