მეკარეები: ნუკრი რევიშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გიორგი ლორია (თბილისის "დინამო"), როინ კვასხვაძე ("ზესტაფონი").
მცველები: უჩა ლობჟანიძე ("კრივბასი", უკრაინა), ალეკო ამისულაშვილი ("კრასნოდარი", რუსეთი), გურამ კაშია ("ვიტესი", ჰოლანდია), გია გრიგალავა ("ვოლგა", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), ზურაბ ხიზანიშვილი ("კაისერი", თურქეთი), აკაკი ხუბუტია ("სამსუნი", თურქეთი), დავით კვირკველია ("ანორთოსისი", კვიპროსი).
ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ორივე – "ზესტაფონი"), მურთაზ დაუშვილი ("კარპატი", უკრაინა), ჯაბა
თავდამსხმელები: დავით თარგამაძე ("ილიჩივეცი", უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე ("არსენალი", უკრაინა), ვლადიმერ დვალიშვილი ("პოლონია", პოლონეთი), ნიკა გელაშვილი ("ბოხუმი", გერმანია), ოთარ მარცვალაძე ("კრასნოდარი", რუსეთი).
სიაში ორი ახალწვეულია - თბილისის "დინამოს" მოთამაშე ირაკლი ძარია და "ზესტაფონის" 19 წლის მცველი მამუკა კობახიძე. ყველაზე მეტი, ოთხი მოთამაშე ქეცბაიამ სწორედ საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონიდან" გამოიძახა. ეს კი ილია კოკაიას კლუბის გამართულ სელექციაზე მეტყველებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისგან ნდობის გამოცხადებას ირაკლი ძარია არ ელოდა. ფეხბურთელი ძალიან გახარებულია და იმედოვნებს, რომ ქეცბაიას იმედს არ გაუცრუებს (იხილეთ ვრცლად).
ეროვნულ გუნდში მიწვევით აღფრთოვანებულია კიდევ ერთი დებიუტანტი, მამუკა კობახიძეც, რომელიც აცხადებს, რომ შანსის გამოსაყენებლად თავს არ დაზოგავს (იხილეთ ვრცლად).
მას შემდეგ, რაც კახა კალაძემ ნაკრებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ეროვნულ გუნდს არც ერთი ოფიციალური მატჩი არ ჩაუტარებია. მოგეხსენებათ, ზურაბ ხიზანიშვილი და ლევან კობიაშვილი ნაკრების ვიცე-კაპიტნები არიან და როგორც წესი, ძირითადი კაპიტნის არყოფნის შემთხვევაში, მოედანზე გუნდის ლიდერობა ერთ-ერთ მათგანს ეკისრება.
"ინტერპრესნიუსი" სფფ-ს წყაროზე დაყრდნობით შეიტყო, რომ ალბანეთთან დაგეგმილ ამხანაგურ შეხვედრაში ეროვნული გუნდის კაპიტანი ზურაბ ხიზანიშვილი იქნება.
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, კალაძის შემცვლელის ვინაობა, სავარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩების წინ დასახელდება. მანამდე კი, კაპიტინის სამკლაურს ვიცე კაპიტნები ჩაიბარებენ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა.