ალბანეთის ნაკრები თბილისში 26 თებერვალს ჩამოვა

AutoSharing Option
როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ალბანურმა მხარემ აცნობა, "ჯვაროსანთა" მეტოქე გუნდი თბილისში 26 თებერვალს ჩამოვა.

ალბანეთის ეროვნული ნაკრები და დელეგაციის წევრები სასტუმრო "ჰოლიდეი ინ"- ში დაბინავდებიან. ჩვენი მომავალი მეტოქის მთავარი მწვრთნელი - ჯოვანი დე ბიაზი თან შემდეგ ფეხბურთელებს იახლებს:

მეკარეები: სამირ უჯკანი ("ნოვარა", იტალია), ორგეს შეჰი ("შკენდერბეუ", ალბანეთი)
მცველები: ტეფიკ ოსმანი ("ტეუტა", ალბანეთი), არმენდ დალკუ ("ვორსკლა", უკრაინა), ფრანც ველიუ ("ფლამურტარი", ალბანეთი), ანდი ლილა ("ჯანინა", საბერძნეთი), კრისტი ვანგელი ("ჩერნომორეცი", უკრაინა)
ნახევარმცველები: ერვინ ბულკუ ("ოლიმპიკ-შუვალანი", აზერბაიჯანი), გილმან ლიკა ("ტირანა", ალბანეთი), ოდისე როში ("კიოლნი",
გერმანია), ჯაჰმირ ჰიკა ("ლუცერნი", შვეიცარია), ემილჯანო ვილა ("ჯანინა", საბერძნეთი), გჟერჟ მუზაკა ("შკენდერბეუ", ალბანეთი), ანსი ანგოლი ("ყარაბახი", აზერბაიჯანი), ჰაირ ზექირი ("რიზესპორი", თურქეთი), ელის ბაკაჯი ("დინამო" ბუქარესტი)
თავდამსხმელები: აჰმედ ჯანუზი ("ვორსკლა", უკრაინა), არმანდო სადიკუ ("ლოკარნო", შვეიცარია), ედგარ კანი ("პოლონია", პოლონეთი)

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი 29 თებერვალს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე, საღამოს 18:00 საათზე დაიწყება და მასზე დასრება უფასო იქნება.

მატჩს მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება:
გენადი სიდენკო (მთ.მსაჯი), ოლეგ მოლჩანოვი და ვიტალი გორბატოვი (ასისტენტები). მეოთხე ოფიციალური - ლევან კვარაცხელია (საქართველო).

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული