სანდრო კობახიძე: ქართველი ხალხი უნდა გავახაროთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელი სანდრო კობახიძე უკვე სამშობლოში იმყოფება და ეროვნულ გუნდთან ერთად მალე ვარჯიშსაც დაიწყებს. 

კობახიძემ აღნიშნა, რომ არ აქვს მნიშვნელობა ალბანეთთან მატჩი ამხანაგურია, თუ ოფიციალური, "ჯვაროსნები" შეხვედრისთვის სერიოზულად მოემზადებიან და ქართველ გულშემატკივარს გაახარებენ.

"საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლა და თამაში თითოეული ფეხბურთელისთვის დიდი განცდაა. არა მგონია რამე მნიშვნელობა ჰქონდეს, თამაში ამხანაგურია თუ არა. მატჩისთვის სერიოზულად მოვემზადებით და შევეცდებით სტადიონზე მოსული გულშემატკივარი გავახაროთ. იმედია გულშემატკივარი მოვა და მხარში ამოგვიდგება", - განაცხადა სანდრომ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ
საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 29 თებერვალს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 18:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრთათვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული