"ალბანეთის ნაკრები ყოველთვის მებრძოლი გუნდი იყო. იმავეს დავუპირისპირებთ ჩვენც. გამოვალთ მოედანზე და ვიბრძოლებთ. დანარჩენს თამაში გვანახებს", - განაცხადა ოთარ მარცვალაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა 29 თებერვალს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 18:00 საათზე დაიწყება.
გულშემატკივრთათვის მატჩზე დასწრება უფასო იქნება.