27 თებერვალს ნაკრებს სრული შემადგენლობით არ უვარჯიშია - იმ დროისთვის თბილისში ჯერ კიდევ არ იყვნენ ჩამოსულები ლევან ყენია და დავით კვირკველია, დანარჩენებმა კი სრული დატვირთვით ივარჯიშეს.
როგორც თემურ ქეცბაიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ალბანეთთან საქართველოს ნაკრებს ზურაბ ხიზანიშვილი უკაპიტნებს, რაც შეეხება 28 თებერვლის განრიგს, საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებები "მიხეილ მესხზე" ივარჯიშებენ. ცნობისთვის, ალბანელები უკვე თბილისში არიან.
ლევან მჭედლიძის გამოკლების
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო, თბილისი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი);
მცველები: ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), გია გრიგალავა (ვოლგა, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), მამუკა კობახიძე (ზესტაფონი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ, რუსეთი), დავით თარგამაძე (ილიჩევეცი, უკრაინა), სანდრო კობახიძე (არსენალი, უკრაინა), შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი (ორივე - ზესტაფონი), ლევან ყენია (შალკე, გერმანია), ირაკლი ძარია (დინამო, თბილისი), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა);
თავდამსხმელები: ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"