გიორგი ლორია: ნაკრებში საბრძოლო განწყობაა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" მეკარე გიორგი ლორია საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ალბანეთთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის 27 თებერვლიდან ემზადება. ფეხბურთელის თქმით, "ჯვაროსნები" სეზონის პირველივე შეხვედრაში შეეცდებიან ქართველი ხალხის გახარებას.

ლორიამ ასევე აღნიშნა, რომ ის სასურველ ფორმაში იმყოფება და თუ მოედანზე გასვლის საშუალება მიეცემა წარმატებისთვის მაქსიმუმს გაიღებს.

გიორგი ლორია:"ეროვნული ჩემპიონატი განახლდა, სამი შეხვედრაც გავმართეთ. შეიძლება ითქვას, რომ სასურველ ფორმაში ვიმყოფები, თუ კი ნაკრების მწვრთნელები ნდობას გამომიცხადებენ და მოედანზე გასვლის საშუალებას მომცემენ - წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ.

რაც შეეხება ნაკრებს, განწყობა საბრძოლოა. "ჯვაროსნებისთვის" 2012 წლის პირველი
შეხვედრა იქნება და ვეცდებით სეზონის პირველივე შეხვედრაში გავახაროთ ჩვენი გულშემატკივარი". 

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული