თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ ყველა გამოძახებული მოთამაშე იყო.
მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე.
მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, გურამ კაშია, გია გრიგალავა, მამუკა კობახიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია.
ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, ირაკლი ძარია.
თავდამსხმელები: დავით თარგამაძე, ალექსანდრე კობახიძე,
ვარჯიშის მთავარი მოვლენა სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებაა. ჩანდა, რომ (განსაკუთრებით "კვადრატში") ყენია ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, მისთვის ჩვეული რბილი გადაცემები უჭირდა, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივიც იყო. რაც მთავარია, უნდა გენახათ, რა გახარებული და მონდომებული ვარჯიშობდა.
ფაქტობრივად, საწვრთნელი პროცესი დახურული იყო, მედია მცირე ხნით დაგვიშვეს და ბაზის დატოვებაც მალე მოგვიხდა. ამდენად, შემადგენლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან "ორკარას" ვეღარ დავაკვირდით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 18 საათზე დაიწყება - დასწრება უფასოა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"