საქართველოს ნაკრების გენერალური რეპეტიცია: ლევან ყენია დაგვიბრუნდა!

AutoSharing Option
28 თებერვალს ეროვნულმა ნაკრებმა ალბანეთთან ამხანაგურ მატჩამდე გენერალური რეპეტიცია ჩაატარა. ნაკრებმა "მიხეილ მესხის" სახლობის სტადიონის ნაცვლად (სადაც 29 თებერვალს, 18:00 სთ-ზე შეხვედრა არის დაგეგმილი) ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ივარჯიშა.

თემურ ქეცბაიას განკარგულებაში გუშინ ყველა გამოძახებული მოთამაშე იყო.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი, გიორგი ლორია, როინ კვასხვაძე.
მცველები: უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, გურამ კაშია, გია გრიგალავა, მამუკა კობახიძე, ზურაბ ხიზანიშვილი, აკაკი ხუბუტია, დავით კვირკველია.
ნახევარმცველები: შოთა გრიგალაშვილი, თორნიკე გორგიაშვილი, მურთაზ დაუშვილი, ჯაბა კანკავა, ჯანო ანანიძე, ლევან ყენია, ირაკლი ძარია.
თავდამსხმელები: დავით თარგამაძე, ალექსანდრე კობახიძე,
ვლადიმერ დვალიშვილი, ნიკა გელაშვილი, ოთარ მარცვალაძე.

Sportall.Geვარჯიშის მთავარი მოვლენა სამწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებში ლევან ყენიას დაბრუნებაა. ჩანდა, რომ (განსაკუთრებით "კვადრატში") ყენია ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, მისთვის ჩვეული რბილი გადაცემები უჭირდა, მაგრამ ეს ხომ ბუნებრივიც იყო. რაც მთავარია, უნდა გენახათ, რა გახარებული და მონდომებული ვარჯიშობდა.

ფაქტობრივად, საწვრთნელი პროცესი დახურული იყო, მედია მცირე ხნით დაგვიშვეს და ბაზის დატოვებაც მალე მოგვიხდა. ამდენად, შემადგენლობის თვალსაზრისით მნიშვნელოვან "ორკარას" ვეღარ დავაკვირდით.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ალბანეთის ამხანაგური მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს 18 საათზე დაიწყება - დასწრება უფასოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
რომ არ დაეხურათ ვარჯიში ინფორმაცია გაჟონავდა და დღეს წავაგებდით,ვაი ამათ პატრონს,რაღაცა ხომ უნდა ქნან,ყენია დაბრუნდა საღოლ მოგვივიდა აბა გამთამაშებელი ვსიო უკვე,ყველას მოუგებთ აბა ქეცბაია ვინ გითხრა და ვინ დაგავალა ყენიას დაბრუნება ძველმა ძმაკაცებმა გაიძულეს ?მაგი არაა უგუნდოთ თუ შალკეში რაულის გვერდით რომ ვარჯიშობს თვეში ერთხელ მაგის გამო მოიწვიე?ასათიანს ერთხმად უთხარით არაო ხომ,იგივე ხდება რაც ადრე ხდებოდა ჯანაშიას არ იწვევდით და მაგიტომ კარგად იყო ჩვენი ნაკრები,იგივე მეორდება
vasiko basiladze
11:27 29-02-2012
0
არ გეგონოთ რომ ყენიას საწინააღმდეგო მქონდეს რამე,ძალიან ნიჭიერი ბიჭია და ძალიან მეიმედება მაგის,ოგონდ მართლა გუშინ მოირჩინა ბიჭმა ტრამვა და თუ არ გამოიძახებდა არაფერი დაშავდებოდა
vasiko basiladze
11:29 29-02-2012
0

სიახლეები პოპულარული