"გასული სეზონი ჩემთვის კარგად დაიწყო და მიმაჩნია, რომ "კრასნოდარში" გადასვლაც წინსვლა იყო.
რა თქმა უნდა, აუცილებელია ახალ გუნდთან შეჩვევა, მასთან ერთად შეკრების გავლა, მოთამაშეთა და იქ დამკვიდრებული წესების უკეთ გაცნობა და პატივისცემა. მერე თამაშიც უფრო გიადვილდება.
ადაპტაციაში ალეკო ამისულაშვილი ძალიან დამეხმარა. ჩემთვის ბევრს ნიშნავდა, რომ მივედი გუნდში, სადაც
მერე ნუკრი რევიშვილი დაგვემატა, სამი ქართველი კი უფრო თავისუფლად და კარგად ვგრძნობთ თავს. ხელმძღვანელობა და მწვრთნელი ჩვენს მიმართ კარგად არიან განწყობილნი და შემიძლია ვთქვა, რომ "კრასნოდარს" ძალიან კარგად შევეგუე. ვფიქრობ, რომ ახალ სეზონში თავის გამოჩენის შანსი სამივეს გვექნება.
"კრასნოდარის" მიზანი პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაა. მძიმე მატჩები გველის, ყველა ტური ფინალის ტოლფასი იქნება, მაგრამ ადგილის შენარჩუნება არ უნდა გაგვიჭირდეს", - ამბობს მარცვალაძე.
27 წლის თავდამსხმელი ფიქრობს, რომ მძიმე მატჩი გველის ალბანეთთანაც:
"ეს ნაკრებისთვის აუცილებელი შეხვედრა იქნება. ბევრმა ჩვენიანმა სეზონი უკვე განაახლა და ფორმაში შედის, რუსეთ-უკრაინის კლუბებში მოთამაშეები კი შეკრებებიდან ჩამოვედით. კლუბისა და ნაკრების შეხვედრებს სულ სხვასხვა დატვირთვა აქვს, ჩვენ ეროვნულში სხვაგვარად მონდომებულები ვართ და თუნდაც ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა ძალიან გვიხარია.
ალბანეთის ნაკრები საკმაოდ ნორმალური, მებრძოლი გუნდია. მაგრამ ბრძოლა არანაკლებ გვეხერხება. ვფიქრობ, ჩვენი თამაში თავს უნდა მოვახვიოთ და მოსაგებად ვითამაშოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"