ტრავმის შემდეგ თბილისის "დინამოს" გიორგი რეხვიაშვილი დაუბრუნდა

AutoSharing Option
დიღმის ბაზაზე თბილისის "დინამოს" გამართულ ვარჯიშზე მონაწილეობა გიორგი რეხვიაშვილმა მიიღო. შეგახსენებთ, რომ გიორგი ტრავმისგან გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა გუნდს და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

გიორგი რეხვიაშვილი:ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამიცდა. ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან. მეც ჩემს მხრივ ვცდილობ, რომ მალე აღვიდგინო ფორმა და დავეხმარო გუნდს.

მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ექიმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დავუბრუნდე ჩვეულ კონდიციებს. რაც შეეხება "გაგრასთან" თამაშს ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდი აშკარად კარგად ათამაშდა და შევეცდებით, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელოთ".

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული