გიორგი რეხვიაშვილი:ტრავმის შემდეგ საკმაო ხანი გამიცდა. ბიჭები მამხნევებენ და მეხმარებიან. მეც ჩემს მხრივ ვცდილობ, რომ მალე აღვიდგინო ფორმა და დავეხმარო გუნდს.
მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ექიმებს, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რაც შეიძლება უმოკლეს დროში დავუბრუნდე ჩვეულ კონდიციებს. რაც შეეხება "გაგრასთან" თამაშს ვიმედოვნებ, რომ ამ შეხვედრისთვის მზად ვიქნები. გუნდი აშკარად კარგად ათამაშდა და შევეცდებით, რომ ბოლომდე ასე გავაგრძელოთ".