ზურაბ ხიზანიშვილი: გაშვებული გოლისთვის ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი

AutoSharing Option
ზურაბ ხიზანიშვილმა საქართველოს ნაკრები მოედანზე პირველად გაიყვანა კაპიტნის სამკლავურით. მე-3 წუთზე გამოცდილმა მცველმა უპატიებელი შეცდომა დაუშვა და ალბანელებმა ანგარიში გახსნეს.

მატჩზე საუბარი ზურამ ამ ეპიზოდის გახსენებით დაიწყო:

- დასაწყისი მთლად კარგი არ იყო, ჩემი შეცდომის გამო გავიდა პირველი გოლი. საბედნიეროდ, მერე შევძელით თამაშის შემოტრიალება და მეორე ტაიმში ალბანელებზე უკეთ ვითამაშეთ. მაგრამ არ ვიცი, ორი გაფუჭებული პენალტი რას მივაწერო. ასეთი სასწაული ხშირად არ ხდება.

- საქართველოს ნაკრებმა ბოლო ს
ამი შესრულებული პენალტი გააფუჭა. თითქოს კომპლექსი გაჩნდა...

- ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, მეკარე ამ დროს ფსიქოლოგიურად უფრო მშვიდად არის, რადგან თუ გაუშვა, ეს ბუნებრივი იქნება, მაგრამ თუ აიღო, გმირი ხდება.

- სტუმართა პირველ გოლზე თავად რა მოგივიდა?
- მოედანზე ბურთი ამიხტა, ისეთი პასი ვერ გავაკეთე, როგორიც საჭირო იყო და ნელი გადაცემა გამომივიდა. სამწუხაროდ, ჩემი შეცდომა კინაღამ ძვირი დაგვიჯდა. ამისთვის ქართველ გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი.

- ალბანელებს ვაჯობეთ, მაგრამ გუნდმა მხოლოდ მეორე ტაიმში მოახერხა სისწრაფის გამოყენება.
- ალბათ, ჩვენზე ძალიან ცუდად იმოქმედა დასაწყისში გაშვებულმა გოლმა. ძალიან ახალგაზრდა ბიჭები გვყავს, განსაკუთრებით, წინა ხაზში და გამოცდილი მოთამაშისგან ასეთ შეცდომას არ ელოდნენ. ეტყობა ამიტომ იყო, რომ "ავიჭერით" და მხოლოდ მეორე ტაიმში დავლაგდით.

საერთოდ, კარგია, სეზონი მოგებით რომ დავიწყეთ. ალბანეთი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი. ჩემი აზრით, ის მოლდოვაზე ბევრად ძლიერი მოწინააღმდეგეა.

- დღეს საკმაოდ ახალგაზრდული გუნდით ვითამაშეთ...
- ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს, მაგრამ განსაკუთრებით ლევან ყენიას დაბრუნებამ გამახარა. რა თქმა უნდა, დღეს ის ოპტიმალურ ფორმაში არ იყო და ეტყობა კიდეც, მაგრამ ეს ლოგიკურიც არის - ორწელიწადნახევარია, არ უთამაშია. დროთა განმავლობაში კონდიციებს აღიდგენს და დარწმუნებული ვარ, მაისში, როდესაც თურქეთის ნაკრებს შევხვდებით, სათამაშოდ მზად იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ხვითო დაცვა გვყავს-მძიმეები,გვიანი დაზღვევა.სულ მეკარისკენ იყურებიან-პასის გაკეთება უჭირთ
mimino
14:16 01-03-2012
0
მართალია ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ საბოლოოდ თამაში მაინც მოვიგეთ, ხიზანამ შეცდომა დაუშვა მაგრამ გუნდმა გამოასწორა, აი ესეთი ნაკრები,ყოველთვის მეყვარება, გუნდური თამაშია საჭირო და აუცილებელი, მერე რა შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ ყველა ვერ ასწორებს შეცდომას.
levanchika
15:06 01-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული