თემურ ქეცბაია: ამ ყანაში უნდა ვუმასპინძლოთ ევროპის ლიგის ფინალს?!

AutoSharing Option
ლუის ფერნანდესი: "შედეგით კმაყოფილი ვარ. საქართველომ თამაში ძალიან გამოასწორა, გუნდი მნიშვნელოვნად შეცვლილია. თქვენმა ნაკრებმა საინტერესო ფეხბურთი აჩვენა, დაცვაში საიმედოდ გამოიყურებოდა, რასაც გილოცავთ. აქ თამაში ნებისმიერ გუნდს გაუჭირდება. ქართველების აქტიურობის გამო, ბურთის კონტროლი გვიჭირდა... დღევანდელი ფეხბურთი სულ სხვაა. ვერ ვიტყვი, რომ დღეს ისრაელმა საუკეთესო თამაში აჩვენა, მაგრამ ხარვეზების გამოსწორებას შევეცდებით".

თემურ ქეცბაია: "მინდა ბიჭებს მადლობა გადავუხადო იმისთვის, რომ 100 პროცენტით დაიხარჯნენ. თუმცა შეუძლებელია მოიგო, როცა ასეთ "ყანაში" გიწევს თამაში. არ ვიცი, ამ მოედანს ვინ აკეთებს, მაგრამ ქართული ფეხბურთი და მისი ტრადიცია
მეტს იმსახურებს... რას ვიზამთ, ასეთია მინდორია დღევანდელი ქართული ფეხბურთის სახე... უცხოეთში კარგ მოედნებს სილამაზისთვის კი არ აგებენ, ეს ფეხბურთის განვითარებისთვის სჭირდებათ...

ებრაელები გახარებულები არიან, ფრეს რომ მიაღწიეს, რადგან ეს შედეგი ხელს აძლევდათ. ჩვენ კი დამწუხრებულები ვართ, რომ ვერ მოვიგეთ. არ გვინდა ამდენი ლაპარაკი, საქმე გვჭირდება, რა გახდა ორი მოედნის გაკეთება?! თავის მართლება არ მჩვევია, პასუხისმგებლობასაც არ გავურბივარ, მაგრამ ისრაელის ნაკრების ფეხბურთელები ევროპულ კლუბებში რომ წავლენ, არ იტყვიან, "ყანაში" ვითამაშეთო?! ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობა გვსურს, მაგრამ თბილისში იყო პლატინი, სტადიონი მოინახულა და ხომ შეხედავდა, რას ჰგავს მოედანი?!

ყოველთვის ვერ მიაღწევ სასურველ შედეგს, მაგრამ სხვა ფაქტორებმა ხელი არ უნდა შეგიშალოს. ეს არ არის ფედერაციის ბრალი, საფარს ის არ უვლის... პირდაპირ გეუბნებით, ასეთ მოედანზე საქართველოსა და მალტას შორის განსხვავება არ იქნება. 20 წელი არ გაკეთებულა მოედნები და ჩემი დანიშვნის შემდეგ გაკეთდებოდა?.. რომ მეუბნებით, ორი სახელიანი ფეხბურთელი შესაცვლელიაო, ისიც მითხარით, მათ ნაცვლად ვინ გამოვიძახო? ლაპარაკი ადვილია, ფეხბურთელის მოძებნა კი - საკმაოდ რთული".

მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგ ყანა შეიძლება ჩვენი ავანტაჯიც ყიფილიყო.. ისრაელმა რა სხვა პირობებში ითამაშა?
არა ფეხბურთზე რომ პრეტენზია გვაQვს და სტადიონი რომ ნორმალური უნდა გვქონდეს ამას ლაპარაკი არ უნდა...
ქართველო ფეხბურთელებზე ცუდს ვერაფერს იტყვი ამ "გულშემატკივრების"
ფონზე... თუ გინდა ფეხბურთელი ბოლომდე ირჯებოდეს ბოლომდე გვერდში უნდა ედგე და ბოლომდე ამხნევებდე... იმიტომ რომ თუ გინდა მებრძოლი გუნდი გყავდეს სხვა გზა არც გაქვს...
მადლობა კეცბაიას მადლობა ბიჭებს...
state
11:34 09-09-2010
0
გოლის გამტანი არ გვკავს,3 ტამასი 0:0 ,ესაა პრობლემა ,სტადიონი და მონდომება,სამზუხაროდ.......
reso
22:59 08-09-2010
0

სიახლეები პოპულარული