საქართველოს ნაკრების მეტოქეები: ფინეთმა წააგო, ბელარუსი ფრეს დასჯერდა

AutoSharing Option
ამხანაგური მატჩები
ავსტრია-ფინეთი 3:1
გოლები: 1:0 იანკო (32), 2:0 ჰარნიკი (54), 3:0 ივანშიტცი (73. პენ), 3:1 ფურუჰოლმი (89)
ფინეთი: ჰრადეცკი, პასანენი, არკივუო, რაიტალა (46. ლამპი), მოისანდერი (77. ტოივიო), რ. ერიომენკო, სპარვი, ჰამალაინენი (61. კუქი), ჰეტემაი (46. რისკი), რინგი (78. ოიალა), პუკი (87. ფურუჰოლმი)
მწვრთნელი: მ. პაატელაინენი

ბელარუსი-მოლდოვა 0:0
ბელარუსი: ჟევნოვი (46. ვერემკო), შიტოვი, მარტინოვიჩი (60. ფილიპენკო), ვერხოვცოვი, ბორდაჩევი, კულჩი (46. კორიტკო), კისლიაკი (76. პუტილო), კრივეცი (46. სტასევიჩი), ბრესანი, ნეხაიჩიკი, კომაროვსკი (69. ტრუბილო)
მწვრთნელი: გ. კონდრატიევი

ესპანეთისა და საფრანგეთის ნაკრებების მონაწილეობით წარმატებით ჩატარებული
ამხანაგური მატჩების მიმოხილვას უცხოური ფეხბურთის განყოფილებებში ვრცლად წაიკითხავთ, ჩვენი კიდევ ორი მეტოქის, ფინეთისა და ბელარუსის მიერ გამართული სპარინგების შესახებ კი აქ გაგაცნობთ ინფორმაციას.

ფინელები ავსტრიის ნაკრებს კლაგენფურტში ეწვივნენ და ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ მასპინძლებს ღირსეული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. ტიმო ფურუჰოლმმა მატჩის მიწურულს პრესტიჟის გოლი გაიტანა და თანამემამულეები დიდი ანგარიშით მარცხისგან იხსნა.

ნამატჩევს ფინელთა მთავარმა მწვრთნელმა მიკა პაატელაინენმა განაცხადა, რომ თავისი გუნდის თამაშის ხარისხით უკმაყოფილო დარჩა, მაგრამ მაინც ხედავს გაძლიერებისა და ნაკრების განვითარების პოტენციალს.

სხვათა შორის, 2012 წელს ეს ფინელთა პირველი საკონტროლო შეხვედრა არ ყოფილა - იანვარში პაატელაინენის გუნდი ტრინიდადს ესტუმრა და ადგილობრივ ნაკრებს 3:2 სძლია.

ბელარუსისა და მოლდოვას ამხანაგური შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე, ანთალიაში გაიმართა და ისეთივე უშინაარსო გამოდგა, როგორც მისი ანგარიში. ბელარუსები მცირე უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვებას მაინც არ იმსახურებდნენ. მათმა თავკაცმა გეორგი კონდრატიევმა საკუთარი გუნდის ულაზათო თამაში იმით ახსნა, რომ სეზონი ახალი განახლებულია და ფეხბურთელები ოპტიმალური ფორმისგან შორს არიან.

აღსანიშნავია, რომ ბელარუსის ნაკრების შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა 23 წლის შემტევმა ნახევარმცველმა რენან ბრესანმა. იგი ბრაზილიელია და თავი ბატე-ს შემადგენლობაში წარმატებული თამაშითYგამოიჩინა.

ბელარუსებმა სპარინგ-პარტნიორების მოძიებაზე ნაყოფიერად იმუშავეს და მართალია, ძლიერი მეტოქეები არ შეურჩევიათ, თუმცა ივნისის დასაწყისში ორ სასარგებლო ამხანაგურს მაინც ჩაატარებენ - 5 ივნისს აზერბაიჯანს უმასპინძლებენ, 7-ში კი ლიტვას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული