სანდრო კობახიძე: თემურ ქეცბაიამ სიურპრიზი გამიკეთა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და კიევის "არსენალის" ფეხბურთელმა 29 თებერვალს ალბანეთის ეროვნულ გუნდთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ თავის შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

შეგახსნებთ, რომ სანდრომ შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში დაწყო, მეორე ტაიმის დასაწყისში გატანილი გოლით კი ანგარიში გაათანაბრა.

სანდრო კობახიძე: "პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, რადგან საკუთარ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ. მაგრამ მეორე ნახევარში თამაში აშკარად გამოვასწორეთ და მოწინააღმდეგეს ვაჯობეთ.

უპირველესად, მინდა მაყურებელს გადავუხადო მადლობა, რადგან მათი მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა. სავსე სტადიონზე თამაში დიდი პასუხისმგებლობაა.

მეორე ტაიმში ცოტა მეტიც მოვინდომეთ
და მგონი, ხალხმა ისიამოვნა. ძალიან დაძაბული და ემოციური თამაში გამოვიდა.

...დიახ, ქეცბაიამ მეორე ტაიმში ახალ ამპლუაში მათამაშა, რაც ჩემთვის სიურპრიზი იყო. მაგრამ მწვრთნელი სადაც გეტყვის, იქ უნდა ითამაშო და, რაც მთავარია, ცენტრში თამაში მეც მომეწონა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული