გია გრიგალავა: გამიკვირდა, ალბანეთთან სტადიონი რომ შეივსო
AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" მცველმა გია გრიგალავამ ალბანეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა. ფეხბურთელმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 29 თებერვალს გამართულ მატჩში პირველი ტაიმი ჩაამთავრა.
"მნიშვნელოვანია, რომ სეზონის პირველი შეხვედრა მოვიგეთ და წელი კარგი განწყობით დავიწყეთ.
ჩემთვის მოულოდნელი იყო, სტადიონი რომ შეივსო. ამან ჩვენზე ძალიან კარგად იმოქმედა და დადებითი ემოციები მივიღეთ".
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.