ალეკო ამისულაშვილი: გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდისა და "კრასნოდარის" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ალბანეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ალეკომ ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა დავით თარგამაძის გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, 88-ე წუთზე შეძლო.

ალეკო ამისულაშვილი: "მცველისთვის გოლი ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მიხარია, ნაკრებში მეორედ რომ გავიტანე. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, უფრო მნიშვნელოვანი ნაკრების გამარჯვება იყო.

გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ. პირველად რომ დავარტყი, ჩვენს მოთამაშეს მოხვდა არა ხელზე, არამედ მკერდზე და მისგან მოგორებული ბურთი გავიტანე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
ალეკო თქვენ რომ პირველად დაარტყით და მოარტყით ყენიას,იმ დროს ის თამაშგარე მდგომარეობაში იყო.ეს კარგად ჩანს გამეორებაზე,აი რასაც ალბანელები აპროტესტებენ თითქოს ხელზე მოხვდა ბურთი ყენიას,ამაში მართლები არ იყვნენ ნამდვილად,მაგრამ გოლი რომ ჩასათვლელი არ იყო ეს ცალსახაა და ძალიან ცუდია როცა ალბანეთთანაც ვერ ვიგებთ სახლში ასეთი მსაჯობის (მარტო მეორე გოლის ეპიზოდს არ ვგულისხმობ) გარეშე.
daviti
12:43 02-03-2012
0
ალეკო ჩვენს კარში რო გაეტანატ მაგისთანა 100% თამაშგარე მერე ხო აღარ გაგიკვირდებოდა???
mesi
13:23 02-03-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული