შეგახსენებთ, რომ ალეკომ ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა დავით თარგამაძის გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, 88-ე წუთზე შეძლო.
ალეკო ამისულაშვილი: "მცველისთვის გოლი ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მიხარია, ნაკრებში მეორედ რომ გავიტანე. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, უფრო მნიშვნელოვანი ნაკრების გამარჯვება იყო.
გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ. პირველად რომ დავარტყი, ჩვენს მოთამაშეს მოხვდა არა ხელზე, არამედ მკერდზე და მისგან მოგორებული ბურთი გავიტანე".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"