ალეკო ამისულაშვილი: გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული გუნდისა და "კრასნოდარის" მცველმა ალექსანდრე ამისულაშვილმა ალბანეთის ნაკრებთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ალეკომ ამ მატჩში გამარჯვების გოლის გატანა დავით თარგამაძის გაცუდებული თერთმეტმეტრიანის შემდეგ, 88-ე წუთზე შეძლო.

ალეკო ამისულაშვილი: "მცველისთვის გოლი ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და მიხარია, ნაკრებში მეორედ რომ გავიტანე. მაგრამ გულწრფელად ვამბობ, უფრო მნიშვნელოვანი ნაკრების გამარჯვება იყო.

გაუგებარია, ჩემს გოლზე ალბანელებს რა პრეტენზია ჰქონდათ. პირველად რომ დავარტყი, ჩვენს მოთამაშეს მოხვდა არა ხელზე, არამედ მკერდზე და მისგან მოგორებული ბურთი გავიტანე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მოკლედ უვარგისები ხართ და ენა მაინც გააჩერეთ, რას გავს თქვენი თამაში განა ეს ფეხბურთია თამაში არ იცით მაგრამ საქართველოს ჰიმნის ქვეშ კაცურად მაინც დადექით, რას გევხართ სირცხვილი სუკ დაკარგეთ?,
nika
19:29 02-03-2012
0
ალბანელები ხელს კი არა თამაშგარეს აპროტესტებდნენ.საგოლე დარტყმის დროს ბურთი თამაშგარეში მყოფი თანაგუნდელისგან მიიღო.
0

სიახლეები პოპულარული