შეგახსენებთ, რომ მიხეილ მესხის სტადიონზე 29 თებერვალს გამართულ თამაშში 23 წლის ფეხბურთელს გოლის გატანის შანსი პენალტით მიეცა, თუმცა მისი დარტყმა სტუმართა მეკარემ მოიგერია.
დავით თარგამაძე: "ამხანაგური მატჩი კი იყო, მაგრამ ორივესთვის ძალიან პრინციპული გამოდგა. ალბანეთი კარგი გუნდია, თუმცა - საკმაოდ უხეში.
ამაზე ქეცბაიამ თავიდანვე გაგვაფრთხილა. ვუყურეთ მათ თამაშს საფრანგეთთან და უხეშობისთვის მომზადებულები ვიყავით.
თავიდან ცუდად დავიწყეთ, შეცდომები გვქონდა და პირველ ტაიმში გადაწყობა გაგვიჭირდა. მაგრამ მეორე
ეგაა, პენალტის გამოუყენებლობაზე მწყდება გული. ნამდვილად არ მინერვიულია, მაგრამ მეკარეს ვერ ვაჯობე... თუმცა მაინც სასიამოვნო გრძნობაა, კლუბში გამარჯვებული რომ ბრუნდები".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"