საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში 7 საფეხურით დაწინაურდა

AutoSharing Option
7 მარტს ფიფა/კოკა-კოლას ახალი რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 7 საფეხურით დაწინაურდა და ახლა 462 ქულით 74-ე ადგილზეა.

რეიტინგში ჩვენი ნაკრების წინსვლა 29 თებერვალს საქართველოსა და ალბანეთის ნაკრებებს შორის ამხანაგურმა მატჩმა განაპირობა, რომელიც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართა და თემურ ქეცბაიას გუნდის სასარგებლოდ, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

რაც შეეხება ჩვენს მეტოქეებს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯფუფში, ესპანეთის ნაკრები რეიტინგში კვლავინდებურად ლიდერობს.

საფრანგეთმა მდგომარეობა ერთი ადგილით გაიუმჯობესა და ახლა 938 ქულით მე-16 პოზიციაზეა.

ბელარუსი კი უკან მიიწევს - წინა თვის რეიტინგში
67-ე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ამჟამად 490 ქულით 69-ზეა.

უკუსვლა აქვს ასევე ფინეთის ეროვნულ გუნდსაც, რომელმაც 5 საფეხურით დაიწია და 412 ქულით 84-ე პოზიციას იკავებს.

პირველ ათეულში მცირე ცვლილებებია. აღსანიშნავია, რომ ათეულში ადგილი არგენტინის ნაკრებმა დაიბრუნა, რომელმაც ბოლოს გამართულ ამხანაგურ მატჩში შვეიცარიას 3:1 სძლია.

ფიფა/კოკა-კოლას რეიტინგის პირველი ათეული კი ასე გამოიყურება:

1 ესპანეთი 1561
2(3) ჰოლანდია 1379
3(2) გერმანია 1332
4 ურუგვაი 1289
5(7) ბრაზილია 1157
6(5) ინგლისი 1121
7(6) პორტუგალია 1106
8(11) არგენტინა 1102
9(8) იტალია 1062
10(9 )ხორვატია 1049

74(81) საქართველო

მკითხველის კომენტარები / 1 /
არგენტინამ შვეიცარიას მოუგო და არა ვენესუელას
jora
23:31 07-03-2012
0

სიახლეები პოპულარული