ჩვენ ამ ინტერვიუდან სწორედ საქართველოს ნაკრებთან და მის ფეხბურთელებთან დაკავშირებულ კითხვა-პასუხს გთავაზობთ.
- ამჟამად საქართველოს ნაკრებს წვრთნით. როდესაც ჯგუფში ესპანეთთან და საფრანგეთთან მოხვდები, წარმატებაზე ფიქრიც კი ძნელია...
- იოლი არც ბელორუსთან და ფინეთთან თამაში იქნება. ჯგუფი
მოგეხსენებათ, მომდევნო ევროპის ჩემპოინატზე 16-ის ნაცვლად 24 ნაკრები იასპარეზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, თავის გამოჩენის შანსი ექნებათ.
ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს. ნაკრებში ყველაზე გამოცდილი ხიზანიშვილი და ამისულაშვილი, შესაბამისად, 30 და 29 წლისანი არიან, დანარჩენები კი ახალგაზრდები არიან.
გვინდა ნაკრები ესპანეთის მაგალითზე ჩამოვაყალიბოთ, რომლის ფეხბურთელებიც შემდეგ 5-6 წლის განმავლობაში ერთად ითამაშებენ, გაიზრდებიან და რაღაცას მიაღწევენ.
- ჯანო ანანიძის საქმეებს "სპარტაკში" თვალს ადევნებთ?
- არამხოლოდ. რუსეთში ჩვენი ნაკრების სხვაც ბევრი ფეხბურთელი თამაშობს.
გული მწყდება, რომ ჯანოს არ ათამაშებენ, თუმცა ვიცი, რომ "სპარტაკში" მასი სჯერათ. ვიმედოვნებ, მას თამაშის საშუალება მომავალში მიეცემა და პროგრესირებას შეძლებს.
- მას გუნდის შეცვლა არ ურჩიეთ?
- აბა, სად უნდა წავიდეს? როგორც წესი, "სპარტაკის" ახალგაზრდები რუსეთის პირველ დივიზიონში, ტომსკში მიდიან სათამაშოდ... ჯანო კი ისეთი ფეხბურთელია, რომელსაც შემტევი და კომბინაციური სტილით მოთამაშე გუნდი სჭირდება. ის ძალისმიერ ფეხბურთში ვერ ივარგებს. "სპარტაკი" ამ მხრივ მისთვის საუკეთესოა.
ჯანო ჯერ 19 წლისაა და ყველაფერი გამოუვა.
- რუსეთში ყველაზე მეტად არშავინს აკრიტიკებენ...
- ბუნებრივია, როცა ასეთი ნიჭიერი ფეხბურთელისგან ბევრს მოელიან, მაგრამ ის რატომ ახსენეთ?
- ჯანო საქართველოსთვის იგივეა, რაც ჩვენთვის არშავინი და საინტერესოა, როგორი დამოკიდებულება აქვთ თქვენთან ვარსკლავებისადმი. მათ საქართველოშიც ლაძღავენ?
- არა, ჯანო ჩვენთან ძალიან უყვართ. ყველამ იცის, რომ "სპარტაკი" დიდი კლუბია, სადაც მაღალი კონკურენციაა... მას ყველა გულშემატკივრობს და მხარს უჭერს!
ჩვენთან ახალგაზრდებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა. აი, მაგალითად, გელზენკირხენის "შალკეს" ნახევარმცველ ლევან ყენიას წელიწადნახევარი გაუცდა ტრავმის გამო, მაგრამ ნაკრების ბოლო ამხანაგურ თამაშზე მაინც გამოვიძახე - მინდოდა გამემხნევებინა.
ვიფიქრე, ლევანს მატჩის ბოლოს ხუთი წუთით შევუშვებ მოედანზე-მეთქი, მაგრამ ტრიბუნებიდან თამაშში მისი ჩართვა მომთხოვეს და შეცვლის გაკეთება გაცილებით ადრე მომიხდა.
საქართველოში ყენიასა და ანანიძეზე უდიდეს იმედებს ამყარებენ.
მომზადებულია www.sovsport.ru-ის მიხედვით
ეს იმას ნიშნავს ალბათ რომ კობის და იაშკას დაემშვიდობა?