19-წლამდელებმა საწვრთნელი შეკრება დაიწყეს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ოთარ კორღალიძის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, გუნდმა პირველი საწვრთნელი შეკრება დაიწყო.

ასაკობრივი ნაკრები 13 მარტის დილიდან სასტუმრო "ვარაზში" შეიკრიბა. საღამოს ვარჯიში კი, სფფ-ის ტექნიკური ცენტრის - "ბასას" ხელოვნურსაფარიან მინდორზე გაიმართება და ახალი მთავარი მწვრთნელი, სამწვრთნელო შტაბთან ერთად გუნდს გაეცნობა.

პირველ საწვრთნელ შეკრებაზე გამოძახებულნი არიან: ლევან ტყეშელაშვილი, გიორგი პაპავა, თევდორე კაკულია, ლაშა პარუნაშვილი, სანდრო რეხვიაშვილი, ნიკა კაჭარავა, ნიკა სანდოხაძე, ბუდუ ზივზივაძე, ბუბა რუხაძე, გიორგი გაგნიძე (ყველა "დინამო" თბილისი), თემურ მარკოზაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), გიორგი ჯგერენაია, ნოდარ კიკნაველიძე (ორივე "გაგრა"),
თორნიკე გრიგალაშვილი, თევდორე გრიგალაშვილი, მალხაზ გაგოშიძე, გურამ სამუშია (ყველა "ზესტაფონი"), გიორგი კალანდია ("ვიტ ჯორჯია"), გიორგი ბერია, კოტე ზარნაძე, დავით გელაშვილი (ყველა "სპარტაკი", ცხინვალი), ავთო ენდელაძე ("ბაია", ზუგდიდი)

ამ ეტაპზე, ნაკრებში გამოძახებული არ არის არც ერთი ლეგიონერი, რადგან მათ უმრავლესობას თავიანთ კლუბებში უწევთ თამაში. ტრავმირებულია 19-წლამდელთა ნაკრების სტაჟიანი წევრი და ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე, მცველი დავით ხოჭოლავა.

საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, 18 მარტს U19 კვიპროსზე, ლარნაკაში გაემგზავრება, სადაც კვიპროსელ თანატოლებთან ამხანაგურ შეხვედრებს გამართავს.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული