ყაზბეგ ტუაევმა საქართველოს ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციების ასოციაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრმა ყაზბეგ ტუაევმა, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით, თავისი წინა გამონათქვამი უარყო და ყველაფერი გაუგებრობას დააბრალა.

"საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ ევროპის 2020-ის ჩემპიონატის მასპინძლობის შესახებ საკითხი კარგად ვერ გავიგე. მეგონა, ქვეყნების ჩემპიონატების ერთობლივად ჩატარებაზე იყო საუბარი. ევროპის 2020-ის ჩემპიონატის ჩატარება საქართველოსთან ერთად კარგი იდეაა და მას მხარს ვუჭერ", - თქვა ტუაევმა.

ტუაევმა ასევე განაცხადა, საქართველოს შეურაცხყოფა აზრადაც არ მოსვლია.

"აზრადაც არ მომსვლია რომელიმე ქვეყნის შეურაცხყოფა. მე გავიგე, რომ აზერბაიჯანი და საქართველოს მიერ ქვეყნის
ჩემპიონატის ერთობლივ ჩატარებაზე იყო საუბარი. თუ თქვენ ევრო 2020-ს გულისხმობთ, მაშინ პირიქით, დიდი სიამოვნებით ვუჭერ ამას მხარს. ვინმეზე სუსტები ვართ თუ რა?

ჩვენ შეგვიძლია ევროპის ჩემპიონატის ჩატარება. ჩვენ ძლიერი პრეზიდენტი, სპორტის მინისტრი და ფეხბურთის ფედერაცია გვყავს. ჩვენს ქვეყანაში ყველა აუცილებელი პირობაა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებისთვის. ამის წინააღმდეგ წასვლა არ მიფიქრია. ვინ ვარ მე, რომ სახელმწიფოების დონეზე გადაწყვეტილ საკითხში ჩავერიო?

საქართველოს პატივს ვცემ. საქართველოში ორი ძმა მყავს, დეიდაჩემიც იქ ცხოვრობდა. ამ ქვეყანაში ბევრი ნათესავი მყავს, რომლების ფეხბურთს თამაშობენ. ამის შემდეგ საქართველოზე ცუდს როგორ ვიტყვი? ამაზე საუბარიც კი ზედმეტია. უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და არასწორად გავიგე. გაუგებრობისთვის ბოდიშს ვიხდი".

შეგახსენებთ, რომ მანამდე ტუაევმა განაცხადა:

"რა ქვეყანაა საქართველო, მასთან ერთად ევროპის ჩემპიონატს რომ ვუმასპინძლოთ? ჩვენ ეს მარტო, მათი დახმარების გარეშეც შეგვიძლია. საამისოდ გაგვაჩნია შესაძლებლობები და რაც ყველაზე მთავარია, ჭკუა და სიმდიდრე. აზერბაიჯანთან შედარებით, საქართველო სუსტი და ღარიბია. ისინი ცდილობენ, მოგვიცუცქდნენ, მაგრამ ჩვენ ეს არ გვჭირდება" (სტატია იხილეთ ვრცლად).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული