დროებით "ჩრდილში" მყოფ ტალანტთა ათეულში საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველი ჯანო ანანიძეც აღმოჩნდა.
19 წლის ქართველთან ერთად სიაში მოხვდნენ ადმირ მეხმედი (შვეიცარია, მაკედონია) ემანუელ მბოლა (ზამბია), რენსფორდ ოსეი (განა), ეიალ გოლასა (ისრაელი), გენრიხ მხითარიანი (სომხეთი), რენე კრხინი (სლოვენია), ვაცლავ კადლეცი (ჩეხეთი), ანდრიკ ვერმანსიახი (ინდონეზია) და კარიმ ანსარიფორდი (ირანი).