ვინ ითამაშებს საქართველოს ნაკრებთან - ავსტრალია, ირანი თუ არცერთი?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია მაისის ბოლოს ავსტრიაში შეკრებას გეგმავს. გუნდი მზადებას 17 მაისს დაიწყებს, მაგრამ იქ როდემდე გაჩერდება, ეს ჯერ უცნობია.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, ჩაატარებს თუ არა ნაკრები ორ საკონტროლო შეხვედრას და როდის.

საქმე ისაა, რომ 24 მაისს თურქეთის ნაკრებთან არის დაგეგმილი შეხვედრა. ახლა ირანისა და ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მათ ქართულმა მხარემ მატჩების სავარაუდო თარიღად 21 ან 27 მაისი შესთავაზა, ანუ მატჩებს შორის სამდღიანი პაუზა უნდა იყოს. თუ რომელიმე მათგანი 27 მაისზე დათანხმდა, მაშინ შეკრება 10
დღეს გაგრძელდება და თუ 21 მაისს იქნებიან ყაბულს, მაშინ გუნდი საქართველოში თურქეთთან შეხვედრის შემდეგ, 24 მაისს გამობრუნდება.

ჯერ კი ირანისა და ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციების პასუხები უცნობია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული