მიკელ ალვარო: ნავსი გორის "დილასთან" უნდა გავტეხოთ

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ესპანელმა ლეგიონერმა მიკელ ალვარომ გორის "დილასთან" საქართველოს ჩემპიონატის მეორე ეტაპის მე-8 ტურის მატჩამდე კომენტარი გააკეთა.

"წინა შეხვედრა ვერ ჩავატარეთ სათანადოდ, შეცდომები დავუშვით და მერე ანგარიშის გათანაბრებაზე მოგვიწია ზრუნვა.

"დილასთან" მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სატურნირო თვალსაზრისით, ასევე ფსიქოლოგიურადაც.

მაქსიმალურად უნდა მოვინდომოთ, რადგანაც ჩვენ ოპონენტს სამი ქულით ვუსწრებთ, ხოლო "ტორპედოსთან" ორი ქულა გვაშორებს.

მთელი გუნდი ფსიქოლოგიურად მობილიზირებულია და ყველა ათვიცნობიერებს ამ შეხვედრის მნიშვნელობას. ამდენი ფრედ დამთავრებული თამაშის შემდეგ, იმედია ნავსს გორში გავტეხთ.

რაც შეეხება ჩემს ასპარეზობას, მცირე ტრავმა მქონდა,
რომელიც მოვირჩინე და ყველანაირად მზად ვარ "დინამოს" წარმატებულ გამოსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო", - განაცხადა ალვარომ.

fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული