ლექსო კვახაძე: ქუთაისელმა გულშემატკივარმა ნატვრა ამიხდინა

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" ცენტრალური მცველი ლექსო კვახაძე იმედოვნებს, რომ გუნდი სეზონს ევროსაგზურის მოპოვებით დაასრულებს.

"ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი და მიმაჩნია, რომ სამეულში მოხვედრის ძალიან კარგი შანსი გაგვაჩნია, რადგან საკმაოდ კარგი კალენდარი გვაქვს - ქუთაისში სამ გუნდს ვმასპინძლობთ - "კოლხეთს", "დილასა" და "მეტალურგს"; სტუმრად კი ორ მატჩს ("დინამოსთან" და "ბაიასთან") ვატარებთ.

როდესაც სატურნირო ცხრილში დაძაბული მდგომარეობაა, ასეთი ფაქტორები გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. ამ შანსს კი გამოყენება სჭირდება და მჯერა, "ტორპედო" დარჩენილ თამაშებს კარგად ჩაატარებს.

თუმცა ჩვენი გუნდი ჯერ კიდევ შენების პროცესშია. მეორე
წრეში ბევრი ახალი მოთამაშე მოვედით და ჯერ სრული შესაძლებლობა არ გამოგვივლენია. დარწმუნებული ვარ, მომავალ სეზონში უფრო გავძლიერდებით და ჩემპიონობისთვისაც ვიბრძოლებთ"
, - ამბობს კვახაძე.

27 წლის მცველი "ტორპედოში" წელს ზამთარში გადავიდა, რასაც არ ნანობს:

"გუნდს იოლად შევეწყვე, რადგან ფეხბურთელთა უმრავლესობას კარგად ვიცნობდი, ბევრთან კი ვმეგობრობდი. დარწმუნებული ვარ, აქ გადმოსვლა კარგად წამადგა და უკეთაც ავთამაშდი. ეს იმიტომ, რომ ჩემს კარიერაში ყველაზე კარგი საფეხბურთო გარემო სწორედ ქუთაისში დამხვდა - ვგულისხმობ სავარჯიშო და მოსამზადებელ პირობებს, აღდგენით პროცესებსა და თავად გარემოს.

ამ ყველაფერს ემატება ძალიან ერთგული და თბილი გულშემატკივარი. ქუთაისში თამაშებზე იმდენი მაყურებელი დადის, რასაც ნებისმიერი გუნდი ისურვებდა, მე კი აქამდე სანატრელი მქონდა. ჩვენც ვცდილობთ, ხალხი "ტორპედოს" წარმატებებით გავახაროთ"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული