მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო, თბილისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), გიორგი ფოფხაძე (შტურმი, ავსტრია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია), ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა).
საბა კვირკველია და ნიკა ძალამიძე ნაკრებში პირველად გამოიძახეს, გიორგი ფოფხაძეს კი ნაკრებში ადრეც უთამაშია, მაგრამ ქეცბაიას სიაში პირველად მოხვდა.
საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას 16 მაისს დაიწყებს, თურქეთთან შეხვედრა კი, შეგახსენებთ, ზალცბურგში გაიმართება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"