თემურ ქეცბაიას 22 რჩეული - ნაკრები ავსტრიაში ორი ახალწვეულით მიდის

AutoSharing Option
14 მაისს ცნობილი გახდა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თურქეთთან 24 მაისს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო, თბილისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), გიორგი ფოფხაძე (შტურმი, ავსტრია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე
(არსენალი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), ლევან ყენია (უკლუბო), ნიკოლოზ ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია), ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა).

საბა კვირკველია და ნიკა ძალამიძე ნაკრებში პირველად გამოიძახეს, გიორგი ფოფხაძეს კი ნაკრებში ადრეც უთამაშია, მაგრამ ქეცბაიას სიაში პირველად მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას 16 მაისს დაიწყებს, თურქეთთან შეხვედრა კი, შეგახსენებთ, ზალცბურგში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
რა უნდა ნაკრებში გელაშვილს და რატო არ არის ჯაბა დვალი დავიჯერო ვერ ხედავდ ამ ორ ფეხბურთელს შორის განსხვავებას აზრზე არ არი გელაშვილი, კობიაშვილი აგარ არის საჭირო თუ რა ხდება გამოიძახეთ წესიერი შემადგენლობა ქეცბაიასი გვწამდა და ამანც იმედი დაგვიმსხვრია. სულისკვეთება არ აქვთ ქართული მგონი ამათ რა ქნენ ხო ხედავდ 17 წლამდელება ბოლომდე იბრძოლენ და სამშობლოში თავ აწეულები დაბრუნდნენ
giga
09:24 16-05-2012
0
ამ დვალიშვილზე მაგრად არის შეყვარებული ქეცბა ამხელა დონის მწვრთნელს ეგ არუნდა ეშლებოდეს რომ დვალიშვილი ფეხბურთელი არარის ის ამ სპორტთან ძალიან შორს არის, ვერ გამიგია საქართველოს საუკეთესო ბომბარდირს დვალს რატომ არ იძახებს ნაკრებში?!მოკლედ არვიცი საშველი არარის ვინც ღირსია იმას თუ არ გამოიძახებ გოლი ვინ უნდა გაიტანოს ვერ ვხვდები
revaz
20:58 15-05-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული