თემურ ქეცბაიას 22 რჩეული - ნაკრები ავსტრიაში ორი ახალწვეულით მიდის

AutoSharing Option
14 მაისს ცნობილი გახდა იმ 22 ფეხბურთელის ვინაობა, რომლებიც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ თურქეთთან 24 მაისს გასამართი ამხანაგური მატჩისთვის გამოიძახა.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო, თბილისი);
მცველები: უჩა ლობჟანიძე (კრივბასი, უკრაინა), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (სამსუნსფორი, თურქეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ზურაბ ხიზანიშვილი (ქაისერისფორი, თურქეთი), გიორგი ფოფხაძე (შტურმი, ავსტრია), საბა კვირკველია (რუბინი, რუსეთი);
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი (კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (ანორთოსისი, კვიპროსი), დავით თარგამაძე, თორნიკე ოქრიაშვილი (ორივე - ილიჩევეცი, უკრაინა), ალექსანდრე კობახიძე
(არსენალი, უკრაინა), ჯაბა კანკავა (კრივბასი, უკრაინა), ლევან ყენია (უკლუბო), ნიკოლოზ ძალამიძე (იაგელონია, პოლონეთი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (პოლონია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ბოხუმი, გერმანია), ოთარ მარცვალაძე (კრასნოდარი, რუსეთი), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ჯაბა ლიპარტია (ზარია, უკრაინა).

საბა კვირკველია და ნიკა ძალამიძე ნაკრებში პირველად გამოიძახეს, გიორგი ფოფხაძეს კი ნაკრებში ადრეც უთამაშია, მაგრამ ქეცბაიას სიაში პირველად მოხვდა.

საქართველოს ნაკრები ავსტრიაში შეკრებას 16 მაისს დაიწყებს, თურქეთთან შეხვედრა კი, შეგახსენებთ, ზალცბურგში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ჯაბა დვალი რატო არ მიყავს ნაკრებში ვერ ვხვდებიი, ბიჭი შარშან საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურტელად დასახელდა წელს კი ბომბარდირდა დავს ლიდერობს თან ერთპიროვნულადდდდდდდდდ. ერთხელ მაინც ხო შეიდზლება გამუოზახოოოო.რა ხდება ვერ ვხვდები, თუ პატრონი არ გყავს ვერ ითამაშებ? არასროს არ ეშველებ ქართულ ფეხბურტსსსს
interista
10:58 15-05-2012
0
ჟურნალისტებმა თქვენ მაინც კითხეთ ქეცბაიას რატომ არ იძახებს მამუკა ღონღაძეს მიცეს ერხელ მაინც შანსი...
koba
12:32 15-05-2012
0

სიახლეები პოპულარული