გუნდი ავსტრიის დაბა ფლახაუში არასრული შემადგენლობით იმყოფება. პირველ 45-წუთიან ვარჯიშზე მთავარი მწვრთნელის, თემურ ქეცბაიას განკარგულებაში მხოლოდ 15 ფეხბურთელი იყო: გიორგი ლორია, უჩა ლობჟანიძე, აკაკი ხუბუტია, ზურაბ ხიზანიშვილი, მურთაზ დაუშვილი, დავით კვირკველია, თორნიკე ოქრიაშვილი, ალექსანდრე კობახიძე, დავით თარგამაძე, ჯაბა კანკავა, ლევან ყენია, ნიკა ძალამიძე, ჯაბა ლიპარტია, ლადო დვალიშვილი და ნიკა გელაშვილი.
ეროვნულ ნაკრებს ავსტრიაში კიდევ ხუთი ფეხბურთელი 17 მაისს შეუერთდება - ნუკრი რევიშვილი, ალექსანდრე ამისულაშვილი, სოლომონ კვირკველია, ოთარ მარცვალაძე
გურამ კაშია და ლევან მჭედლიძე კი გუნდის საწვრთნელ პროცესში, სავარაუდოდ, 21 მაისიდან ჩაებმებიან. თემურ ქეცბაიას გუნდი 22 მაისის ჩათვლით ორჯერად ვარჯიშს ფლახაუში გამართავს, 23-ში ზალცბურგის "რედბულ არენაზე" ივარჯიშებს, მეორე დღეს კი თურქეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება.
ნაკრებმა პირველი ვარჯიში წვიმისა და თოვლის ფონზე ჩაატარა. ზამთრის კურორტ ფლახაუში დღის მანძილზე ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მხოლოდ 5 გრადუსი იყო.
თემურ ქეცბაიას გადაწყვეტილებით, გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი დაემატება - ქუთაისის "ტორპედოს" გოლკიპერი ომარ მიგინეიშვილი ეროვნულ ნაკრებს რამდენიმე დღეში შეუერთდება.
სფფ-ის პრესსამსახური
ფლახაუ, ავსტრია