საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში ისევ 95-ეა

AutoSharing Option
ფიფა/კოკა-კოლას ახალი, ივნისის თვის რეიტინგი გამოქვეყნდა, სადაც საქართველოს ნაკრები 359 ქულით კვლავ 95 ადგილზე იმყოფება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა მაისში ავსტრიაში თურქეთის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და 1:3 დამარცხდა, მაგრამ ეს შედეგი ჩვენი ნაკრების რეიტინგზე უარყოფითად არ ასახულა.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში ჩვენი მეტოქეებიდან ფინეთმა 4 ადგილით ზემოთ აინაცვლა და 75-ე ადგილზეა. კვლავ არავის უთმობს პირველობას ესპანეთის ნაკრები და 1456 ქულით ლიდერია.

საფრანგეთი ორი ადგილით ამაღლდა და მე-14 პოზიციას იკავებს 964 ქულით. კვლავ 69-ე ადგილზეა ბელარუსის ნაკრები.

რეიტინგის პირველი
ათეული ასე გამოიყურება:
1.ესპანეთი
2.ურუგვაი
3.გერმანია
4.ჰოლანდია
5.ბრაზილია
6.ინგლისი
7.არგენტინა
8.ხორვატია
9.დანია
10.პორტუგალია

ასევე იხილეთ:
საქართველო-თურქეთი 1:3 - მეტის იმედი არ უნდა გვქონდეს [+VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ხიზანიშვილს ფული მიეცით ცოდვაა შიმშილით კვდება.ფუ არ გცხვენია ბიჭო ეგ რამ გათქმევინა გულში რო გეფიქრა არ ვიტყოდი მაინც ფუ შენს კაცობასსს
რაის ქრთველი ხარ მოკვეთეთ ნაკრებიდან
giga
09:18 07-06-2012
0
ფუუუ თქვენი
dato
15:27 06-06-2012
0

სიახლეები პოპულარული