ბელარუსთა ახალგაზრდული ნაკრები კი ის გუნდია, რომლის ბირთვის გარშემო კონდრატიევი მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მეტოქის, ბელარუსის ეროვნული ნაკრების ჩამოყალიბებას აპირებს.
ბელარუსები 26 ივლისს ქოვენთრიში ახალ ზელანდიას შეხვდებიან, 29-ში - მანჩესტერში ბრაზილიას, 1 აგვისტოს კი გლაზგოში - ეგვიპტეს.
ცხადია, ეს ის შემთხვევაა, როდესაც მეტოქეს ვგულშემატკივრობთ, რაც შეიძლება შორს რომ გავიდნენ და
ბელარუსებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ბორისოვოს "ბატეს" ბრაზილიელ ცენტრალურ ნახევარმცველს, რენე ბრესანს დაიმატებდნენ, მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ: ბელარუსში 5 წლის წინ დასახლებული ბრაზილიელის ნაკრებში გაშვება "ბატეს" ხელმძღვანელობას არ სურდა.
ბორისოველთა პრეზიდენტმა, ანატოლი კაპსკიმ ეს იმით ახსნა, რომ გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა და ოლიმპიადაზე ბრესანის გამგზავრებით კიდევ უფრო დავსუსტდებითო. მართალია, ბორისოვოელები ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციას უარს ვერ ეუბნებოდნენ, მაგრამ მოთამაშეს ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებდნენ.
თავად ფეხბურთელმა იყოჩაღა და ოლიმპიადაზე გამოსვლა ისურვა. კონდრატიევი გახარებულია - ჩამშლელი ნახევარმცველები საკმარისად გვყავს, ბრესანის შემოქმედებითი თამაში კი ჰაერივით გვჭირდებაო.
ამასობაში, ყველაზე ცნობილი ბელარუსი ფეხბურთელი ალექსანდრ გლები "ბატეში" ვარჯიშობდა, მაგრამ ბორისოველ გულშემატივართა იმედებს ცივი წყალი გადაასხა ცნობამ იმის შესახებ, რომ 31 წლის ნახევარმცველი ნიუორკის "რედ ბულში" მიიწვიეს.
შეგახსენებთ, რომ გლები "შტუტგარტში", ლონდონის "არსენალსა" და "ბარსელონაში" თამაშობდა.
გლები ამერიკაში მიიწვიეს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"