მაგალითად, შარშან, ამ დროს ინტერნეტ-გამოცემა "ტრანსფერმარკტი" ლუგანსკის "ზარიას" ლეგიონერ ჯაბა ლიპარტიას ტრანსფერს 300 ათას ევროდ აფასებდა; აპრილში მისი რეიტინგი 600 ათასამდე გაზარდა, ახლა კი ლამის მილიონს მიუახლოვდა - 900 ათასი.
იგივე პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა კიევის "არსენალის" შემტევი ნახევარმცველის, სანდრო კობახიძის პირობითი შეფასებაც: შემოდგომაზე 500 ათასი ევრო, აპრილში 600 ათასი, ახლა კი 1 300 000 გახდა.
"კარპატის" საყრდენის, ბუბა დაუშვილის რეიტინგი კი 550 000-იდან 700 000-მდე გაიზარდა.
კრივოი როგის
კიდევ ერთხელ გაიზარდა გურამ კაშიას რეიტინგი - არნემის "ვიტესის" კაპიტნის ტრანსფერის მიახლოებითი ღირებულება კიდევ ნახევარი მილიონით გაზარდეს და ამჯერად 4 500 000-ია.
ასევე გაიზარდა რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე გია გრიგალავას ფასიც: შარშან, ამ დროს, ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგასა" და საქართველოს ნაკრების მცველის ტრანსფერს 500 ათასად აფასებდნენ, ახლა - 850 000-ად.
ქართველ ფეხბურთელებში კვლავ გურამ კაშია ლიდერობს, მეორეზე "კრასნოდარის" კაპიტანი ალექსანდრე ამისულაშვილია (3 000 000), მესამეზე კი - "ქაისერის" მცველი ზურაბ ხიზანიშვილი (1 500 000).
არის კლებაც: სერბეთიდან საქართველოში ჩამოსვლით იზარალა თბილისის "დინამოს" შემტევმა გიორგი მერებაშვილმა და 1,5-მილიონად შეფასებულს ამჟამად 1,3-მილიონიანი რეიტინგი აქვს. თუმცა გაიზარდა დინამოელი გიორგი რეხვიაშვილის შეფასება - ნაცვლად 450 000-ისა, ახლა 500 000-ია.
სამწუხაროდ, უთამაშებლობამ ლევან ყენიას კვალი დაატყო: ორი წლის წინ 3,5 მილიონად შეფასებულ ქართველ პლეიმეიკერს ახლა მხოლოდ 300 000 დაუწერეს.
კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ინტერნეტ-სააგენტოს დასახელებული თანხები პირობითია და კლუბი მოთამაშის ტრანსფერში "ტრანსფერმარკტის" შეფასებას არ ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენი მოთამაშეების მიმართ ევროპელთა დამოკიდებულებას ასახავს.
ნაკრების წევრთა სატრანსფერო ღირებულება კი ასე გამოიყურება:
მეკარეები:
ნუკრი რევიშვილი 1 000 000
გიორგი ლორია 800 000
როინ კვასხვაძე 700 000
ომარ მიგინეიშვილი 400 000
მცველები:
უჩა ლობჟანიძე 1 000 000
გურამ კაშია 4 500 000
აკაკი ხუბუტია 700 000
დავით კვირკველია 800 000
ალექსანდრე ამისულაშვილი 3 000 000
ზურაბ ხიზანიშვილი 1 500 000
გიორგი ფოფხაძე 350 000
გია გრიგალავა 850 000
ნახევარმცველები:
ალექსანდრე კობახიძე 1 300 000
ჯაბა კანკავა 800 000
დავით თარგამაძე 1 200 000
თორნიკე ოქრიაშვილი 400 000
ჯაბა ლიპარტია 900 000
ლევან ყენია 300 000
სანდრო გურული 400 000
მურთაზ დაუშვილი 700 000
თავდამსხმელები:
ნიკა გელაშვილი 500 000
ლადო დვალიშვილი 1 200 000
ლევან მჭედლიძე 400 000
ოთარ მარცვალაძე 1 200 000
ირაკლი სირბილაძე 350 000
მათე ვაწაძე 400 000
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"